თბილისის მერის მოადგილემ ტაქსების აღრიცხვის მიზნით პირველ ეტაპზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, რეფორმა სამ ეტაპად განხორციელდება და ის ტაქსის საფასურის ზრდას არ გამოიწვევს.
,,პარლამენტი ტაქსების რეგულაციის თაობაზე კანონს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს, რის შემდეგაც საკრებულოს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება ექნება და მერია ტაქსების აღრიცხვას დაიწყებს” - განაცხადა მაია ბითაძემ.’’
მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებაში უცხოელი პარტნიორები არიან, ჩართულები, რომლებიც მერიას ევროპისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარებიან. ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.
თბილისის მერიის ინიციატივას არასწორ ნაბიჯად აფასებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.
„ჩვენ აღნიშნული ინიციატივა არასწორად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ ეს არის დარტყმა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე, მათთვის, ვინც საკუთარი მანქანით ორ თეთრს შოულობს და ოჯახში შეაქვს."- განაცხადა გაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






