ელექტრონული პორტალი - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა
პოლიტიკა - 13:54, 12 Feb, 2018     889
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული პორტალი ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს.

თბილისის მერის განცხადებით, ელექტრონული პორტალის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

„უნდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული - ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა იყოს ჩართული. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, სადაც შეიძლებოდა დედაქალაქის მოსახლეობას კონკრეტული პროექტები წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ საშუალებით, მოქალაქეები საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ, ასევე, საშუალება ექნებათ, წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელონ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

„რა თქმა უნდა, თუ პროექტი საინტერესო იქნება, მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტებში ბევრი მოქალაქე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის აქტუალური იქნება. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქის საკეთილდღეოდ თქვენი იდეები განვახორციელოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა და პროექტის განხორციელებისთვის თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

ელექტრონული პორტალის შესახებ დეტალურად მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭედიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვებგვერდი იდეებისა და პროექტების დაფიქსირების ახალი საშუალებაა, რომელიც მერსა და მოქალაქეს შორის მეტ კომუნიკაციას ქმნის; ახალი ინსტრუმენტია ქალაქის მმართველობაში, სადაც მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტს შეუძლია დაინახოს, თუ რა აქტუალური საკითხები დგას დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ასევე, ზრდის მოქალაქეთა ჩართულობას ქალაქის განვითარებაში.

ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ ვებგვერდზე ავტორიზაციას შეძლებთ. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად ვებგვერდზე რეგისტრაცია/შესვლა აუცილებელი არ არის. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ახალი იდეის დამატების მსურველთათვის.

მიმდინარე იდეების გაცნობა, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, იდეების გვერდზეა შესაძლებელი. შეგიძლიათ იდეა აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ იდეის სახელწოდებას, აღწერას და დააფიქსიროთ თქვენი ხმა პირადი მონაცემების შეყვანით, რომლებიც შემდგომ გამოჩნდება idea.tbilisi.gov.ge-ს საჯარო გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე.

იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42