"იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, ამას კი, განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვება" - მარგველაშილი
პოლიტიკა - 12:31, 12 Feb, 2018     864

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.
გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ერის განვითარების საკითხში საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ის თანამშრომლობა, რომელიც სახელმწიფოს, ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ხორციელდება და მიმდინარეობდა ერისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ურთულეს პერიოდებში.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს საზოგადოებაც, სახელმწიფოც და ეკლესიაც ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა და მუშაობა ამ სირთულეების დასაძლევად.
გიორგი მარველაშვილმა სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების გადაჭარბებული აგრესიის დონე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებაში გამეფებული უიმედობა დაასახელა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას თავისი განვითარების გზა აქვს - სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეკლესიებს და სახელმწიფოს, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობ, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ.
ყოველი ჩვენთაგანისთვის - ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბნეულ, ხშირად ღირებულებამოშლილ, არეულ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, ხედავდეს თავისი ყოფის, თავისი ცხოვრების ლოგიკურ მიზანს, არ იყოს ისეთ გარემოში, რომელშიც ხვალინდელი დღე უპერსპექტივო ჩანს.
ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ ან ყოფით პირობებზე, სულიერი უიმედობა ბევრად უფრო რთულია და ბუნებრივია, ეკლესიაც, ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფებიც და სახელმწიფოც მოწოდებულია იმისთის, რომ მოქალაქისთვის ეს ყოფა გახადოს იოლად გადასატანი და აჩვენოს მიზანი და დაუსახოს მას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებაში აგრესიულობის დონის შესუსტების წინაპირობად იერარქიულობის წესის დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა დაასახელა.
,,ეს ერთერთი წინაპირობა საზოგადოებაში აგრესიის შესუსტებისა. როდესაც ინგრევა ძირითადი ინსტიტუტები, ამას მოჰყვება, არამხოლოდ უბრალოდ თავისუფლება, არამედ მოყვება მნიშვნელოვანი ზიანი, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ამ დაგრევაში არ მონაწილეობს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42