"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა შვილის სიკვდილმა ქალი ჭკუიდან" - კიდევ ერთი მუშა ემსხვერპლა მშენებლობას
სოც.მედია - 10:49, 12 Feb, 2018     2235

9 თებერვალს, თბილისში მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა, ჯარჯი ჯანჯალაშვილი ემსხვერპლა. ის მშენებლობაზე მუშაობდა, როდესაც გადმოვარდა და დაიღუპა.

ჟურნალისტები, რომლებიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, მძიმე სურათის მოწმე გახდნენ. მათ შორის არის ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.


"მუშის სიკვდილი, დედას რომ დაავიწყდა

- ზახარ, კაცო, რატო მიკვნესის გული ასე უცნაურად, ჰა?
POLICE LINE DO NOT CROSS. ზის ყვითელ ლენტებში გახლართული ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ ღრიალებდა, მუხლებზე ხელებს იშენდა, თმას იგლეჯდა. ახლა კი ზის და ცალყბა ღიმილით, გაკვირვებული ეკითხება ზახარას, - კაცო, გული რატომ მიკვნესის, ასე უცნაურად, ჰა?..
ზახარა ქალის მეზობელია. ქალი მუშის დედა, ცოტა ხნის წინ რომ გადმოვარდა მეხუთე სართულიდან და მოკვდა. ზახარაც აქ მუშაობს. მშენებლობის დარაჯია. კუბოკრული პერანგის საყელო ნემსის წვერზე აქვს აცმული, მაგრამ ამ ნემსსა და ძაფს სასწაულების ჩადენა ხომ არ შეუძლია, არა?
ზახარამ კი იცის, რატომ უკვნესის ქალს გული, იქ იყო ბიჭი რომ გადმოვარდა, მაგრამ
ზახარას არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ უკვნესის ქალს გული.
ზის ქალი სკამზე, ადგას თავზე თავზარდაცემული ზახარა და ვერ ხვდება, რა დაემართა მუშის დედას, ნახევარი საათის წინ თმას რომ იგლეჯდა და ახლა აღარც სახელი ახსოვს, აღარც გვარი, ვერც იმას ხვდება ეს ყვითელი ლენტი რატომ აქვს შემოხვეული და საერთოდ, სამსახურიდან ურეკავენ და გასაქცევია...
- ზახარ, ტელეფონი მირეკავს, სამსახურიდან არიან, მიდი, უთხარი, ცოტა შეაგვიანდება, მარა აუცილებლად მოვაო.
- ზახარ და აქ რატომ ვზივარ?
- ზახარ, ჩემი სახლი აქეთ არის თუ იქით?
- ზახარ, მოდი კაცო, მოიხედე, რას უნდა გავყვე სამსახურამდე?..
DO NOT CROSS
ლურჯ პოლიეთილენში გახვეულ მუშას მტვრიანი ჯინსის ტოტები მოუჩანს.
დედამისს კი, ოც ნაბიჯში რომ ზის, დაავიწყდა მისი სიკვდილი. აი ასე, ადგა და დაავიწყდა. ერთ წამში. და გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება...
არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი...
მერე დავბრუნდით სამსახურში. კაი კადრები მოვიტანეთ. ოპერატორმა კარგად იმუშავა. ხმებსაც არაუშავს. მივჭერ-მოვჭერით, ტიტრები დავადეთ, რომ 9 თებერვალს, მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან, გადმოვარდა 26 წლის მუშა და დაიღუპა. დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. სტატისტიკის მიხედვით, 2017-ში მშენებლობებზე 43 მუშა მოკვდა. 2018 - ში, ეს უკვე მეორეა. რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონი და რომ მის მიღებას პარლამენტი აჭიანურებს...
...
აი, ესაა ჩემი საქმე. ხანდახან მოვყვე სიკვდილებზე მშრალი ციფრებით. და არაფერი ვთქვა დედაზე, შვილის სიკვდილი რომ დაავიწყდა.

პ.ს ჟურნალისტებს ხო გვჩვევია წინდაუკან სირბილი, გაიწი-გამატარე, ყაყანი... დღეს კი იდგა ყველა გაოგნებული, ჩუმად და თავზარდაცემული" - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42