აფგან მუხთარლისა და პანკისის სპეცოპერაციის საქმეები - საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო კომისიების შექმნას ითხოვს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აღნიშნულ საქმეებთანდ აკავშრებით არსებული მრავალი კითხვა, კვლავ უპასუხოდ არის დარჩენილი. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დაბარების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„ბიუროზე მთავარი საკითხი იქნება მუხთარლის საგამოძიებო კომისიის თემა. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ რამდენჯერმე, შეტანილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს საკითხი იყოს განხილული. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სრულიად სამარცხვინო შეფასებები მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






