,,მოთხოვნა თამად ჩვენს საზოგადოებაშია, რომ პროდასავლური პოლიტიკური კურსი იყოს ძალიან მყარი და ძლიერი. ეს არის ერთერთი საკითხი, რაც ჩვენ ამ დღისწესრიგით გვაიძულებს ვიმუშაოთ. რაც შეეხება ერთობას, არათუ საჭიროდ მიგვაჩნია, არამედ უკვე მიმდინარეობს პოლიტიკურ პარტიებს შორის მცდელობა იმისა, რომ ასეთი ერთობა შედგეს“ - განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანინ აცხადებს, რომ ერთობის საკთხზე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მსჯელობა ლიდერთა საბჭოს ფორმატში.
,,სანამ სააკაშვილი მოხარშავდა ამ იდეას, სამი თვეა მანამდე მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთობაზე საუბრობს. ამ იდეას სააკაშვილი ვერ მიიწებებს, ლიდერთა საბჭოში 15 პარტია საუბრობს ამაზე, რომ გადავდოთ ყველანაირი პარტიული ინტერესები, ამბიციები, დავსხდეთ და შევჯერდეთ ერთ კანდიდატზე, რომელიც ხელისუფლების კანდიდატს დაამარცხებს ამ არჩევნებში“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






