,,ჩემი მაგალითია პოლიტიკაში უინსტონ ჩერჩილი. ეს ხალხი არავის გაახსენდება, ზუსტად ასეე აკრიტიკებდნენ ჩერჩილს. მე არ ვიხევ უკან და ამიტომ მივაღწევ გამარჯვებას.
როცა გაქვს იდეა არ უნდა წახვიდე კომპრომისებზე, კუდის ქიცინზე და შუალედის დაჭერაზე. ჩვენი პოზიციები გაიმარჯვებს ხვალ. როგორც ყველას ეჩვენებოდა რომ ჩერჩილი გიჟი, ლოთი და კლოუნი იყო, ბოლოს ყველა მის პოზიციაზე დადგა. მე მიმაჩნია, რომ უნდა წავიდეთ იქით და არა იქით, სადაც დინებაა.
ჩემი უკრიანაში ბრძოლა არის სისტემასთან ბრძოლა. მე ვუთხარი პოროშენკოს როგორ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მე ვუთხარი, მას როგორ მივეცით შევარდნაძეს გარანტიები. სხვა რამეზე ლაპარაკი რომ მდომოდა, ეხლა შოკოლადში ვიჯდებოდი. უამრავი შემოთავაზებ იყო ფინანსური, მაგრამ როგორც არ წავედი ივანიშვილთან, პუტინთან, პატარკაციშვილთა, შევარდნაძესთან გარიგებაზე, ისე არ წავალ პოროშენკოსთან გარიგებაზე. ამათ რომ ჩემი არ ეშინოდეთ და ამ ხალხის არ ეშინოდეთ, რატომ გააკეთებდნენ ამდენ პროვოკაციას, რატომ აღძრავდნენ ამდენ სისხლისს ამართის საქმეს და დაიწყებდნენ ჩემს დეპორტაციაზე ფიქრს, იმიტომ რომ მათ ეშინიათ , ესაა მთელი ამათი ისტორია. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, ციხეშიც რომ ჩამსვან, იქიდანაც ვიბრძოლებ, საქართველოშიც და უკრაინაშიც, გამაგდებენ ევროპაში იქიდანაც ვიბრძოლებ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






