მოზარდებს შორის დაპირისპირების მიზეზად სიგარეტის თხოვნა სახელდება - რა მოხდა წერეთელზე
შემთხვევა - 21:25, 09 Feb, 2018     2023
წერეთლის გამზირზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში 10-ზე მეტი არასრულწლოვანი მონაწილეობდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად სიგარეტის თხოვნა სახელდება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ მათ კლინიკაში 2 მოზარდია შეყვანილი. მედიკოსთა განცხადებით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ, შესაბამისად პაციენტებს უახლოეს საათებში გაწერენ.

„სავარაუდოდ, იყვნენ ნაცემები ეს ბავშვები თანატოლების მიერ. ერთ-ერთს აღენიშნებოდა მრავლობითი ესკორიაციები სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. მეორე პაციენტს ჰქონდა ორი ნახეთქი ჭრილობა თხემისა და საფეთქლის არეში, ორივე ჭრილობა გაიკერა,“ – განაცხადა პედიატრმა თამარ ყიყიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ჩხუბისას კიდევ ორი არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებმაც კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს და სახლში იმყოფებიან.

ასევე ირკვევა, რომ ჩხუბში მონაწილეებიდან რამდენიმე პირი პოლიციას ამ წუთებში აძლევს ჩვენებას.

როგორც "ნიუპოსტს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42