აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმე - მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცების საკითხში წვლილი მიუძღვის საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. აღნიშნულ ბრალდებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებს:
“ამ ქვეყანას მისგან ნამდვილად არ დაუმსახურებია ის, რომ ასე ლაფში ამოსვაროს მისი იმიჯი და სახელი, მის განცხადებებს, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ძალიან მარტივად და მოხერხებულად იყენებენ ჩვენი ოპონენტები, უკვე დაიწყეს პირდაპირი გაგებით ყეფა, სულ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა როგორც ასეთი, ის, რასაც მუხთარლი აკეთებს, არის ცილისწამება, ის, რასაც მუხთარლი და მისი მეუღლე აკეთებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის პირდაპირ მზაკვრული ნაბიჯი“, - აღნიშნავს ზვიად კვაჭანტირაძე.
მასალის გამოყენების პირობები






