საქართველოს პრეზიდენტმა ათენში პირველი ქართველი პაციენტი მოინახულა, რომელიც ონკოლოგიურ ცენტრში უფასო მკურნალობას გადის
პოლიტიკა - 16:20, 09 Feb, 2018     1917
საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ათენში, ონკოლოგიურ კლინიკას „ელპიდა “ ეწვია და პირველი, ქართველი მოზარდი მოინახულა, რომელიც ცენტრში უფასო მკურნალობას გადის.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ გოგონას, რომელსაც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადება უტარდება, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

პრეზიდენტს მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა ონკოლოგიური ცენტრის მფლობელმა მარინა ვარდინოაინმა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს სოლიდარობის ჯილდო გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქველმოქმედო ფონდისა და ონკოლოგიური ცენტრის დირექტორს იმ ღვაწლს, რომელიც მას წლების განმავლობაში მოზარდების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში შეაქვს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო ამაყია, რომ შეუერთდა საქველმოქმედო ასოციაციას და მადლობა გადაუხადა ,,სოლიდარობის ფონდსაც“ ასეთ ღირსეულ პარტნიორთან თანამშრომლობისთვის.

ერთი მხრივ, სოლიდარობის ფონდს, მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს და მეორე მხრივ, მარიანა ვარდინოსიანის ფონდს და მის კლინიკა „ელპიდას“ შორის, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ერთი წლის წინ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამი დღის წინ კი, ათენში პირველი ქართველი პაციენტი ჩამოვიდა, რომელიც ონკოლოგიურ კლინიკაში უფასო მკურნალობას გაივლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42