"საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი" - დიმიტრის ავრამოპულოსი
პოლიტიკა - 14:45, 09 Feb, 2018     828
საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც პირადად დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესში შეიტანა. ევროკომისარი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

აღინიშნა საქართველოს ძალისხმევის ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის გზაზე გასატარებელი რეფორმების მიმართულებით არსებობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ერთოლივი ძალილსხმვის გაძლიერების აუცილებლობას. მხარეები შემდგომ კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებს.

„მოხარული ვარ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელიც მუდამ ჩემს გულშია. საქართველო დიდ ძალისხმევას იჩენს, რათა განიმტკიცოს ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქვეყანაა კონტინენტზე, რომელიც იმსახურებს იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42