ნაძალადევის რაიონში დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირება გრძელდება
პოლიტიკა - 15:17, 09 Feb, 2018     1101
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი ბინების გაზიფიცირება გრძელდება. გუდამაყრის ქ. N2ა-ში, ყოფილი ნევროლოგიური კლინიკის შენობაში მცხოვრები დევნილებისა და სოციალურად დაუცველთა 144 ოჯახი ბუნებრივი აირით უკვე სარგებლობს.

კომპაქტურად დასახლებულ ობიექტში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება. ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„როგორც ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში, ისე ამ შენობაშიც, იმდენად ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, რომ ყველაფრის ერთდროულად მოგვარება ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს ეტაპობრივად ვაწესრიგებთ. ამ დროისთვის, პრიორიტეტია შენობის გაზიფიცირება, რისთვისაც გამგეობა თითოეულ ოჯახს 400 ლარით აფინანსებს. მოსახლეობის ძირითად ნაწილს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება და უახლოეს მომავალში, პროცესი მთლიანად დასრულდება. ასევე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, კონკრეტულად, ამ ჩასახლებაში გავარემონტეთ სადარბაზოები, შევცვალეთ კანალიზაციის შიდა ქსელი და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

გასულ წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ყოფილი ნევროლოგიური კლინიკის შენობის მცხოვრებლებთან ერთად, სხვა სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების გაზიფიცირების თანხებიც აანაზღაურა. 2017 წლიდან დღემდე, სულ 225 ოჯახი დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი, გამგეობის ბიუჯეტიდან 200 საცხოვრებელი ბინის გაზიფიცირებისთვის საჭირო თანხები გამოიყოფა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42