ენმ-ს წევრმა ამის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც მისივე თქმით, დირექტორებმა ელ-ფოსტაზე მიიღეს წერილი და "ახალი "ეტიკეტის" ნიმუში, რომ ვადაგასული "ეტიკეტი" აახიონ და ახალი რიცხვით დააკრან".
ლევან ხაბეიშვილი პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებს და "ნიუპოსტთან" ადიკო ივანიშვილის ბიზნესინტერესებზე საუბრობს.
მისი თქმით, კომპანია "ნილის" უკან, რომელიც 60 000 ბავშვის კვებაზეა, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი, ადიკო ივანიშვილი დგას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით შპს “ნილის,” ყველაზე მსხვილი აქციონერი გიორგი ჯუღელი, 2011 წლიდან ადიკო ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი იყო, ისინი ერთობლივად ფლობდნენ კომპანია "მაგნეტიტს".
"შპს "ნილის" უკან ადიკო ივანიშვილი დგას, გიორგი ჯუღელი, რომელიც ამ კომპანიის 50%-ს ფლობს, კომპანია "მაგნეტიტსში" ადიკო ივანიშვილთის ბიზნესპარტნიორი იყო, მათ ახლო ურთიერთობა აქვთ, დიდი ალბათობით ამ საქმეში სწორედ ადიკო ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებიც არის. სწორედ ამიტომ დისკბალიფიკაციის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ბაღში რძე ღვინის შეფუთვით შეაქვთ, ხორცი უხარისხოა, მერია ამ კომოპანიას თავგამოდებით იცავს და სწორედ ასეთ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და 33 000 000 ტენდერში გაამარჯვებინა"- აცხადებს ხაბეიშვილი "ნიუპოსტთან".
როგორც ირკვევა „ნილის“ დამფუძნებელმა გიორგი ჯუღელმა "ქართულ ოცნებას" 2014-15 წლებში 120 ათასი ლარი ჩაურიცხა.



მასალის გამოყენების პირობები






