„პრემიერ-მინისტრის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება თუ ბრალდება ცილისმწამებლურია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიმართლე არ არის. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ყველა პირი დაკითხულია, ვისაც თეორიულადაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა. ამ საკითხზე შუალედური ინფორმაცია გასაჯაროვებული იყო და შესაბამისი პასუხისმგებელი პირები თანამდებობიდან გადადგნენ. ასეთი ბრალდება ცილისწამება და სიცრუეა.
არანაირი დავალება და სახელმწიფოების უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის წინასწარი შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მის განცხადებას პოლიტიკური შინაარსი რომ ჰქონდეს, ეს ნამდვილად სარწმუნოა და ალბათ, განცხადება უფრო ამით არის განპირობებული, რადგან პრემიერის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სიცრუეა.” - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






