მუხთარლის სკანდალური განცხადება: ,,ამ დანაშაულის სათავეში პრემიერი კვირიკაშვილი დგას. სწორედ მან გასცა ჩემი გატაცების ბრძანება“
პოლიტიკა - 01:20, 09 Feb, 2018     1997
ციხიდან ორი დღით გათავისუფლებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნლისტმა აფგან მუხტარლიმ სკანდალური განცხადება გააკეთა. ,,ტვ პირველისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ 28 მაისს, თბილისიდან მისი გატაცების ბრძანება პირადად პრემიერმა კვირიკაშვილმა გასცა. მუხთარლი აღნიშნულ საქმეს მის ჟურნალისტურ მოღვაწეობას უკავშირებს, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ალიევისთვის მიუღებელი იყო - ,,სწორედ ამიტომ სურდათ ჩემი დაკავება. რათა გავჩუმებულიყავი“,- აცხადებს მუხტარლი

,,ამ დანაშაულის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ, მან გასცა ბრძანება ჩემი გატაცების შესახებ. სწორედ მან გასცა ბძანება რომ საბაჟოზე ჩემი აყვანა მომხდარიყო. ამ დანაშაულის სათავეში კვირიკაშვილი დგას. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საბაჟოს ხელმძღვანელმა, ლაგოდეხის საბაჟო პუნქტის უფროსმა და სავარაუდოდ კრიმინალურმა პოლიციამაც” - აცხადებს მუხტარლი ,,ტვ პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, თვალთვალი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუხთარლი ეჭვობს, რომ მუხტარლი ეჭვობს რომ მისი გატაცების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ და კონკრეტულმა პირებმა ფინანსური სარგებელიც მიიღეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ. ,,გატაცებამდე ორი თვით ადრე ყოველდღიურად ვიღაც მითვალთვალებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარესაც ჰქონდა. პოლიციამაც იცოდა. მხოლოდ მე არა ჩემს მეგობრებსაც უთვალთვალებდნენ. ქართულ მხარეს ჩემს დასაკავებლად არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. სასამართლოს მეშვეობითაც ვერაფერს იზამდნენ. ალბათ ამ საქმეში დიდი ფული აიღეს. ძალიან ვწუხვარ რომ საქართველოს ასეთი მთავრობა ჰყავს. ნამდვილად არ მეგონა თუ ქართული ოცნების ხელისუფლება ასე მოიქცეოდა. ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ რომ მომავალ არჩევნებში ქართველები ქართულ ოცნებას მხარს აღარ დაუჭერენ“,- განაცხადა მუხთარლიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42