გიორგი მარგველაშვილს უმაღლესი ჯილდო - "პერიკლეს ჯილდო“ გადაეცა
პოლიტიკა - 17:04, 08 Feb, 2018     1087
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის და პარლამენტის წევრებს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის პარლამენტის სპიკერმა პარლამენტის უმაღლესი ჯილდო - ,,პერიკლეს ჯილდო“ გადასცა

ქართულმა მხარემ პარლამენტის სპიკერს და დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და ბერძნული მხარისგან სრული მხარდაჭერა მიიღო ტეროტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. აღინიშნა, რომ ოკუპაცია, ეს საერთო ევროპული პრობლემაა, რომელსაც ერთიანი მიდგომა სჭირდება.

როგორც შეხვედრის დაწყებისას საქთველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საბერძნეთთან ვაგრძელებთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც 15 საუკუნის წინ ჩამოაყალიბდა ჩვენს ერებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ გეოპოლიტიკური ხედვა რეგიონის განვითარებასთან მიმართებაში.

,,საქართველოს ევროპული არჩევანი არ გაკეთებულა გუშინ, საქართველოს ევროპული არჩევანი გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენ და საბერძნეთმა - ბიზანტიის იმპერიამ ერთნაირად დავინახეთ მომავალი ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონის განვითარების.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ ბერძნული მხრიდან. ჩემს ენაში სიტყვა ბერძნული და სიტყვა ბრძენი არის ერთიდაიგივე - ბერძენი - ბრძენი. და მე ნამდვილად ვხედავ აქ დღეს კოლეგებში ბრძნულ პოლიტიკას” - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების დინამიურ განვითარებას და პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერებას. ხაზი გაესვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე. ხაზი გაესვა იმ მტკიცე მხარდაჭერას, რომელსაც საბერძნეთი ავლენს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ქართულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან სარგებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიიღეს, აქვე კიდევ ერთხელ აღნიშნა საბერძნეთის პოზიტიური როლი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხში.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42