იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული სიტუაციის შეფასებისას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მთავარია დაპირისპირება არ მოხდეს და მხარეებმა ერთიანობა შეინარჩუნონ:
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და მგონია, რომ თვითონ სისტემისთვისაა დამაზიანებელი ეს დაპირისპირება. ვფიქრობ, პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული კომენტარები მხოლოდ აზიანებს ამ პროცეს. შესაბამისად, თავად შევიკავებდი თავს, იმის გარჩევაში შევიდე, თუ რა ხდება საბჭოს დახურულ სხდომაზე. ერთადერთი ვისურვებდი, რომ საბჭომ მოახერხოს და გარკვეული ერთიანობა შეინარჩუნოს ან მოიპოვოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოსაზრებები არ უნდა გამოითქვას, ან კრიტიკა არ უნდა იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირისპირებაში არ გადავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად სისტემა დაზიანდება”,- აღნიშნა ჩუგოშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






