გერმანიის ერთ-ერთი მიწის - ჩრდილო რაინ-ვესტფალის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა სურს.
ამის შესახებ WDR იტყობინება. გამოცემის ცნობით, ხელისუფლების ეს დამოკიდებულება, სავარაუდოდ, დევნილების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის კამპანიას უკავშირდება.
wdr.de-ს ცნობით, რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა , რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანიას იწყებს, რადგან რეგიონში ბევრი გაურკვეველი პერსპექტივის დევნილია.
wdr.de-ის ინფორმაციით, საქართველოს უფრო და უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის და ამ ჯგუფისგან ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები იქმნება.
გამოცემის ცნობით, პოლიციის ინფორმაციით, რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა მკვეთრად გაზრდილია. ამ რეგიონში კი დევნილთა ბანაკებში გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი ცხოვრობს, მათ შორის არიას დევნილები საქართველოდან.
"უვიზო რეჟიმის გაუქმებით კი შტამპს სურს, თავშესაფრის მაძიებლეთა რიცხვი შემცირდეს" - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






