მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია
პოლიტიკა - 13:57, 08 Feb, 2018     1083
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი საბერძნეთის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში მოიწვია.

გიორგი მარგველაშვილმა და პროკოპის პავლოპულოსმა საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული ისტორიული, სტრატეგიული კავშირებისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებსა და უსაფრთხოების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბერძენ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება გააცნო.

საბერძნეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერა.

საბერძნეთის პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა ორ მთავარ ღერძზე დგას, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით სუვერენიტეტის მხარდაჭერას გულისხმობს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში გამოვლენილი მტკიცე მხრდაჭერისთვის და და იმ მტკიცე პოზიციისთვის, რომელიც საბერძნეთს არაღიარების პოლიტიკის მიმართ აქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ- პოლიტიკურ არჩევანს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის მნიშვნელობას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბერძენ ხალხსა და საბერძნეთის სახელმწიფოს იმ დახმარებისთვის და თავშესაფარისთვის, რომელიც ათასობით ქართველმა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური სირთულეების დროს საბერძნეთში მიიღო.

თავის მხრივ, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ პირად წვლილს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა, ჯერ კიდევ განათლების მინისტრის რანგში ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკური განვითარების საქმეში შეიტანა, ამ კონტექსტში პროკოპის პავლოპულოსმა ხაზი გაუსვა იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42