თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილის აღნიშვნა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. თსუ-ს სააქტო დარბაზში შესვლას მხოლოდ მოსაწვევების მქონე პირები ახერხებენ. საპატიო სტუმრებს შორის არიან პატრიარქი, მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.
სტუდენტების ნაწილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლა უნდოდა, თუმცა დაცვამ არ შეუშვა, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია.
დარბაზში, სადაც ღონისძიება მიმდინარეობს, „აუდიტორია 115“-ის წევრი შევიდა და სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს. „აუდიტორია 115“-ის წევრი ითხოვდა, რომ ღონისძიებაზე დასწრების უფლება მათთვისაც მიეცათ.
შეძახილებისა და ხმაურის გამო, „აუდიტორია 115“-ის წევრი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






