საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში - კონგრესმენი ტედ პო
პოლიტიკა - 10:20, 08 Feb, 2018     893

„საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც“,- ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლა კონგრესმენმა ქართველი ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. ტედ პომ განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უზარმაზარ სამუშაოს ასრულებენ და შეუფასებელ დახმარებას უწევენ თანამებრძოლებს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებს. მისივე შეფასებით, საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. ტედ პოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დაბრუნების სურვილი და სწორედ ამიტომ, ამ მიზნის შესასრულებლად, პირველად საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანას დაესხა თავს.

„საქართველოს რთული სამეზობლო აქვს. მიმოიხედავ და დაინახავ რუსულ დათვს, რომელიც ნამდვილად არ არის მეგობრულად განწყობილი. ციმბირელ პლებეის, სწორედ ასე ვუწოდებ პუტინს, ჯერ კიდევ აქვს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომ არჩია, რომ ჯერ საქართველოში შემოჭრილიყო. რადგან საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის თავს დაესხა ჯერ საქართველოს, შემდეგ უკრაინას და შეეცადა თავისი გავლენის გაფართოებას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იდგეს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას გვერდით, რათა ამ ქვეყნებმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ და რომ ისინი რუსული იმპერიალისტური ზრახვების მარიონეტები არ არიან“,- განაცხადა კონგრესმენმა.

სიტყვით გამოსვლისას ტედ პომ 2008 წელს საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მისი განცხადებით, სწორედ ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც არ შეიცვლება.

„მე ვიმყოფებოდი საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ შემოჭრიდან და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 1 კვირის შემდეგ. ვნახე რუსული ტანკები. რუსებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ თქვენი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ასეთია, რომ რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან ეს სიმართლეა. რუსები ასევე უკანონოდ ახდენენ უკრაინის ოკუპაციას“,- განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „დემოკრატია ნამდვილად მუშაობს“.

„გვინდა, ჩვენი დემოკრატიების გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. დემოკრატია რთული საქმეა. ხანდახან შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დემოკრატია არ მუშაობს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატია აჩვენებს, რომ ის ნამდვილად მუშაობს. როდესაც ხალხს შეუძლია განსხვავებული აზრების გახმოვანება და საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა და როდესაც გყავთ სპიკერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველას შეეძლოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, ეს აჩვენებს, რომ დემოკრატია მუშაობს. ვამაყობ, რომ კონგრესმენ ჯერი კონოლისთან ერთად, ვარ მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე. ჩვენ, ასევე, ვარ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომელსაც საქართველომ გასულ წელს უმასპინძლა. ვფიქრობ, რომ ეს ბევრს მეტყველებს საქართველოსა და დასავლეთის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაზე“,- განაცხადა ტედ პომ.

მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42