„თუ ეს პოლიტიკური აბსურდი იყო, თქვენ რატომ დაუშვით, რომ ეს მომხდარიყო?“ - ლევან ბოძაშვილი უშიშროები საბჭოს გაუქმებაზე
პოლიტიკა - 16:50, 07 Feb, 2018     976

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნი მარგველაშვილის განცხადებას უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ.

„უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო ისეთი პოლიტიკური აბსურდი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური ვერ ინატრებდა, რომ ჩვენ თავს გავუკეთებდით“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

„ბ-ნო პრეზიდენტო, მთავარსარდალო, სახელმწიფოს მეთაურო!”- მიართავს ლევან ბოძაშვილი პრეზიდენტს.

„თუ ეს პოლიტიკური აბსურდი იყო, თქვენ რატომ დაუშვით, რომ ეს მომხდარიყო? სხვა რაიმე კონსტიტუციური ვალდებულება ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ მორღვეულიყო, როგორც ბრძანებთ, გქონდათ კი? რატომ მოხდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში სადაც არც ერთი უსაფრთხოების სპეციალისტი არ შეიყვანეს, არ მიაღებინეთ მონაწილეობა თქვენს სანდო და ერთგულ უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც ამ ყველაფერს იტყოდა ჯერ კიდევ მანამ ვიდრე თქვენ საბოლოოდ ოქტომბერში კონსტიტუციურ ცვლილებებზე ხელს მოაწერდით ზუსტად იმ მოტივით რომ ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არ შექმნოდა? რატომ არ წარუდგინეთ ხელისუფლებას ჯერ კიდევ შარშან ზუსტად ამ დროს ორდონიანი უშიშროების საბჭოს მოდელი, რომლითაც მთავრობას საბჭოს მართვის თქვენს უფლებამოსილებებს ნაწილობრივ მაინც გადასცემდით, გაუქმდებოდა კრიზისების საბჭო, რითიც ინსტიტუციური წესრიგი აღდგებოდა და რომელიც კომპრომისული ვარიანტი იყო? აქედან სულ რომ არაფერი გამოსულიყო, თქვენ ხომ დღეს ასეთი საუბრის ყველანაირი უფლება გექნებოდათ?

პასუხი ამ ყველაფერზე ორია: ან კვალიფიკაცია არ გეყოთ და ვერ გაერკვიეთ თქვენს კონსტიტუციურ ვალდებულებებში, ან შეგნებულად გააკეთეთ, რათა დღეს ასეთი ვიწრო პოლიტიკური ხასიათის განცხადებების საშუალება მოგცემოდათ. შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია - დამდგარი პოლიტიკური აბსურდი და მორყეული უსაფრთხოების სისტემა, როგორც თქვენვე ბრძანებთ. და ვინ თუ არა თქვენ, მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური, ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე პირი ქვეყანაში, არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ან პოლიტიკური ჯგუფებისკენ ხელის გაშვერა თქვენს შეუსრულებელ ვალდებულებებს გადაფარავს?

პრეზიდენტობა არ არის ის მისია და თანამდებობა, რომელიც სხვისკენ ხელის გაშვერის საშუალებას იძლევა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42