იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება - უვადო მოსამართლეობის მურველი ერთ-ერთი კანდიდატის მოთხოვნა. აღნიშნულის შემდეგ, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნადარაიამ მისი მოთხოვნის მიზეზად გუშინ დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადება დაასახელა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი თავად რევაზ ნადარაიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ანა დოლიძემ პოლიტიკური და აარეთიკური განცხადება გააკეთა:
"ანა დოლიძე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში და საქმეებს იხილავდნენ, არ უნდა დაინიშნონ. მან უკვე პირდაპირ და ცალსახად გამოთქვა წინასწარ აზრი ამ კონკურსანტების მიმართ. ის ჩემს მიმართ და ამ ტიპის კონკურსანტი მოსამართლეების მიმართ ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი. ვფიქრობ, რომ მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებაში, გასაუბრებაში და ასევე კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი აცილებით, ერთი ხმა აკლდება კონკურსანტს. მისი აცილება არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრის დევნა. თავისუფალი აზრის დევნა შეუძლებელია იყოს სასამართლო სისტემის ლანძღვა. მან თითოეულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა, ნარჩენებად მოიხსენია ისინი. მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები სისტემას ზიანს აყენებს. ასევე შეურაცხყოფას აყენებს მთელ სასამართლო სისტემას”, - განაცხადა ნადარაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






