იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება - უვადო მოსამართლეობის მურველი ერთ-ერთი კანდიდატის მოთხოვნა. აღნიშნულის შემდეგ, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნადარაიამ მისი მოთხოვნის მიზეზად გუშინ დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადება დაასახელა:
"ე.წ. ამხანაგური გასამართლების ობიექტი კიდევ ერთხელ გავხდი. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ჩემს საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით სათითაოდ იმეორებდნენ ხან მითითებას, ხან მოწოდებას, ხან ჭკუის დარიგებას და რჩევას. ჩემზე წნეხს ყველანაირი ფორმით ახორციელებდნენ, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ძველი სტილის "ამხანაგურ სასამართლოს” დავარქმევდი. აცილების გამოყენების მსგავსი პრაქტიკა, რომ თავიდან ავიცილოთ არაკომფორტული პიროვნება საბჭოს სხდომაზე, ამ შემთხვევაში, მე ვარ, ეს ახალი არაა. მანამდე იყო გამოყენებული სხვა წევრების მიმართ. ვფიქრობ, თუ ეს პრაქტიკა არ გაჩერდა, ის მომავალშიც აქტიურად იქნება გამოყენებული, რათა საბჭომ კომფორტულ რეჟიმში იმუშაოს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






