2018 წლიდან „საქართველოს ფოსტის“ ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა ამოქმედდება
პოლიტიკა - 16:40, 07 Feb, 2018     1143

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა დააანონსა - 2018 წლის მაისში „საქართველოს ფოსტა“ აამოქმედებს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესიც, შეძლებს შეუკვეთოს ან გაყიდოს პროდუქცია და მომსახურება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ მის მიწოდებას უზრუნველყოფს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტრონული კომერცია თანამედროვე სამყაროში ვაჭრობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია.

„არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა და დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილები, მაგალითად ebay.com, amazon.com, Alibaba და ა.შ. მარტო 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის „ალიბაბას“ ონლაინ მაღაზიაში გაიყიდა 25.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია. ელექტრონული კომერცია, ერთი მხრივ, ბიზნესს უადვილებს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია გლობალური მასშტაბით, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელს აძლევს ფართო და კონკურენტულ არჩევანს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ელექტრონული კომერციის განვითარება შეუძლებელია ფოსტის გამართული მუშაობის გარეშე. „ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის სრულყოფილი ამოქმედება, რომელსაც ამჟამად „საქართველოს ფოსტა“ ამუშავებს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42