ოზურგეთში მასწავლებელმა მოსწავლეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი ცემა
შემთხვევა - 15:57, 07 Feb, 2018     2195
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელ მოსწავლეს სცემა. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც სკოლის დირექტორი, რუსუდან ცეცხლაძე "გურიის მოამბესთან" საუბრისას აღნიშნავს, მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი ბიჭს სკოლის კიბეზე ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური:

"ძალიან შეწუხებული ვარ. ეს ქალბატონი ამ დრომდე არასოდეს მსგავს ქმედებაში არ შეუმჩნევიათ. მათემატიკის მასწავლებელია და მეშვიდე კლასის დამრიგებელი. ბავშვიც არის ძალიან კარგი, გაწონასწორებული. წინა დღით ღონისძიება იყო სკოლაში. მეორე დღეს კი ეს ფაქტი მოხდა. პედაგოგთან საუბარი მინდოდა, საკლასო ოთახში რომ შევედი იქ დამხვდა ამ ბავშვის მშობლები. ვისაუბრეთ და მაშინვე დავიწყე საქმის მოკვლევა. საქმე გადაცემული მაქვს დისციპლინური კომიტეტისთვის, რომელიც სამი წევრისგან შედგება. აქედან, ერთ-ერთი მშობელი, შვილის ავადმყოფობის გამო თბილისში იმყოფება და როგორც კი დაბრუნდება, მაშინვე მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

მასწავლებელს ახსნა-განმარტების ბარათში უწერია, რომ არანაირი პრობლემა არა აქვს მოსწავლესთან და შეცდომა უნებლიეთ მოუვიდა.

სკოლის შინაგანაწესი პირდაპირ მკარნახობს, რომ მსგავსი შემთხვევის დროს მასწავლებელი სკოლიდან დავითხოვო, მაგრამ მე გვერდს ავუვლი დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას" - აცხადებს დირექტორი.

დატოვებს სკოლას თუ მიიღებს საყვედურს მათემატიკის მასწავლებელი, ამის თაობაზე გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმა რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42