მანდატურის ინსტიტუტი - უკანასკნელ პერიოდში სკოლებში მომხდარმა ძალადობამ საზოგადოებაში მრავალი კითხვა გააჩინა იმასთან დაკავშრებით, თუ რატომ იცვალა სახე მანდატურის ინსტიტუტმა და რეალურად რა ფუნქცია უნდა ეკისრებოდეს მას.
51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, განათლებისა და შს სამინისტროებმა ერთობლივი მუშაობა დაიწყეს მანდატურის ინსტიტუტის აღსადგენად, მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ეს ინსტიტუტი შინაგანს აქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება.
რეფორმა „უსაფრთხო სკოლა“ - რომლის ფარგლებშიც 2009 წელს ცამოყალიბდა მანდატურის ინსტიტუტი, ამ რეფორმის ავტორი განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო, რომლემაც დღეს არსებულ ვითარებაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„ერთადერთი განსხვავება იმას შორის რაც იყო 2012 წლამდე და რა კანონპროექტიც ახლა არის წარდგენილი, არის ის, რომ თუ 2012 წლამდე წამყვანი ინსტიტუცია უსაფრთხო სკოლის კუთხით იყო განათლების სამინისტრო, ახლა წამყვანი ინსტიტუცია იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა, სიტუაცია ხელიდან გაექცა განათლების სამინისტროს, მთავრობამ აღიარა პირდაპირ, რომ განათლების სამინისტრო არის უსუსური, განათლების სამინისტროს არ გააჩნია უნარი, რომ დაამყაროს წესრიგი სკოლებში.
ის, რომ სიტუაცია დამთავრდებოდა ასეთი უბედურებით, იყო ნათლეი კერკიდევ 2013 წელს. როდესაც პირველი ბავშვები დაჭრეს 161-ე სკოლაში, საბედნიეროს, მსხვერპლი არ იყო და მანდატურებმა მაშინვე გამოიძახეს პოლიცია, რაც მათ იმ მომენტისთვის ევალებოდათ. იმის გამო, რომ ეს მინისტრს, მარგველაშვილს არ მოეწონა, მანდატურებს წაერთვათ ძალიან ბევრი უფლება, დირექტორი კი გამოვიდა და ტელევიზიის მეშვეობით თქვა, რა მოხდა, ბავშვებმა იხუმრესო, ორი ბავშვი იყო დაჭრილი. ეს ნელ-ნელა ვითარდებოდა, დაიწყეს ე.წ. „ობშიაკის“ შეგროვება სკოლებში, დაიწყო ქურდული მენტალიტეტის განვითარება სკოლებში, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ დიდი უბედურება და ძალიან ცუდია, ჩემთვის პირადად და მემგონი ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რომ ამ ორი ბავშვის სიცოცხლის ფასად, ეს მთავრობა მიხვდა, რომ სიტუაცია არის გაქცეული ხელიდან“, - აღნიშნა შაშკინმა.
მისივე თქმით, დღეისათვის სკოლებში რთული სიტუაციაა, რაც პრობლემის მოგვარებას უშლის ხელს:
„სიტუაცია სკოლებში არის ნამდვილად მძიმე, ამას აქვს სუბიექტური და ობიექტური მომენტები. ჩვენ ველოსიპედი არ გამოგვიგონებია მანდატურების ინსტიტუტის შექმნის დროს. 2004 წელს, როდესაც დაიწყო ძალიან ბევრი რეფორმა საქართველოში, ერთ-ერთი რეფორმა იყო - „უსაფრთხო სკოლა“. ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ 2004 წლიდან 2009 წლამდე სიტუაცია ფუნდამენტალურად არ იცვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ძალადობა მკვეთრად შემცირდა, სკოლებში ძალადობა დარჩა და არაპროფესიონალი ადამიანისთვის შესაძლოა ეს გაუგებარი ყოფილიყო, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი და ახლათ ვცდილობ, რომ ავუხსნა ხალხს თუ რატომ არის ეს პრობლემა, ძალიან რთულია ძალადობის პრობლემის მოგვარება სკოლებში.
როდესაც ჩვენ ვებრძვით ძალადობას საზოგადოებაში, საზოგადოება ყოველთვის არის ჩვენს მხარეს, რადგან მას სურს სიმშვიდე, სურს წესრიგი, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ორი სფერო, სადაც ძალადობასთან ბრძოლა არის ძალიან რთული. ეს არის ოჯახური ძალადობა და არის სკოლაში ძალადობა. ამის მიზეზი, თუ რატომ არის ბრძოლა რთული, არის ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე. როდესაც ოჯახში ძალადობა ხდება, ოჯახი ყველაფერს აკეთებს, რომ ძალადობის ფაქტი არ იყოს გამოტანილი საჯაროდ, სკოლა არის დიდი ოჯახი, როდესაც ძალადობა ხდება, ის ამ ფაქტებს მალავს, ეს არის მთავარი უბედურება და პრობლემა, რასაც 2009 წლიდან მე ვცდილობდი, რომ მაშინ ოპოზიციისთვის ამეხსნა და 2012 წლის შემდეგ ამ მთავრობისთვის ამეხსნა - მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ დირექტორები ვერ დაამყარებენ წესრიგს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ სკოლის დირექტორს გააჩნია სათანადო რესურსი, რომ წესრიგი დაამყაროს სკოლებში, ამის მაგალითი კი გახლავთ კერძო სკოლები. მაგრამ საჯარო სკოლების დირექტორები, მიუხედავად იმისა, რომ რესურსი გააჩნიათ, ნებისმიერ ძალადობას მალავენ, იმიტომ, რომ სკოლის პრესტიჟს უფრთხილდება, მას ეშინია განათლების სამინისტრომ არ დასაჯოს, მესამე ფაქტორი არის ის, რომ შესაძლოა ფეხებზე კიდია, ნეპოტიზმით შესაძლოა ვირაცის ვიღაცამ დანიშნა, ესეც ფაქტორია, აქვე მეორე პრობლემაა, მასწავლებელი, იგი სკოლას უყურებს როგორც ოჯახს და ბავშვებს აღიქვაენ, როგორც შვილებს და შვილიშვილებს. ამ შემთხვევაში ისინი ბავშვებისთვის პატიობენ მცირე გადაცდომას, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს ბავშვები მათი შვილები და შვილიშვილები არ არიან. ძალიან ხშირად, ბავშვები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ, სოციალურად გახსნილები არიან. ყველაზე ცუდი რაც ახლა გამოჩნდა, დაახლოებით 2016 წლიდან, სკოლის დირექტორებმა და მასწავლებლებმა დაიწყეს სკოლების მართვა ბავშვი მაყურებლის მეშვეობით, იმის დარდა, რომ მალავდნენ პრობლემას, მაყურებლის ინსტიტუტი აღდგა სკოლებში, რაც 90-იანებში იყო, ეს დაბრუნდა, სკოლაში 12-ე კლასების შემადგენლობებიდან არიან მაყურებლები, არის ტიპიური ცისი სისტემა, სადაც არის მაყურებელი, ადმინსიტრაცია თანამშრომლობს მაყურებელთან, იმისათვის, რომ დაამყაროს წესრიგი. არ შეიძლება სკოლას ვუყუროთ, როგორც ცალკე მდგომ ინსტიტუტს“, - აღნიშნავს შაშკინი.
განათლების ყოფილი მინისტრი განმარტავს იმას, თუ რა როგორ შეცვალა მანდატურის ინსტიტუტმა სკოლებში არსებული რთული სიტუაცია:
„მანდატური იყო უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტი, რა შეცვალა მანდატურმა? მანდატურების შეყვანამდე ვერ მოგვარდა პრობლემა და მათი შეყვანის შემდეგ მოგვარდა. ამ ადამიანებზე ძალიან ბევრი ცუდი რამ ითქვა, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მანდატურს შიდა განაწესში ეწერა ერთი რამ, თუ დანაშაულს ხედავს, იძახებს პატრულს. თუ ხედავს სკოლის შიდა განაწესის დარღვევას, ის ატყობინებს დირექტორს, ოქმის ერთი ასლი მიდიოდა დირექტორთან, მეორე მიდიოდა განათლების სამინისტროში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დირექტორმა იცოდა, რომ ყველაფერი ცნობილი იყო განათლების სამინისტროსთვის. ის ვერდ ამალავდა ვერანაირი პრობლემას, იძულებული იყო, რომ მიეღო შესაბამისი ზომები პრობლემის მოსაგვარებლად. როდესაც ძალადობას ებრძვი, არ უნდა იყოს გამონაკლისი.
მანდატურები 2013 წელს დაუქვემდებარეს სკოლის დირექტორებს, ანუ მანდატურების იდეა გაქრა. მადატურის არსი არ იყო დაცვა, ის არ იყო დარაჯი, მისი არსი იყო პრობლემის მიტანა განათლების სამინისტრომდე. საქართველოში 2300 სკოლაა, ზოგი დირექტორი იყო კარგი, ზოგი იყო ცუდი, მანდატურების სისტემამ შექმნა სისტემა, დირექტორებს მიეხედათ პრობლემებისთვის.
როდესაც სახელმწიფო ტოლერანტულად უყურებს ძალადობას ქუჩაში, ის მზად უნდა იყოს, რომ ეს ძალადობა დაუბრუნდება სხვა ადამაინს, ან მათ დაუბრუნდებათ თავად. ძალადობა კონტროლირებადი არ არის, შეუძლებელია ის ერთი მიმართულებით მიმართო და იფიქრო, რომ ასე დარჩება“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






