"უსაფრთხო შრომა ადამიანის უფლებაა"- ომბუდსმენი კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებას ეხმიანება
პოლიტიკა - 11:39, 07 Feb, 2018     927
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ივნისსაა ინიცირებული და ამ დრომდე მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. 2018 წლის 5 თებერვალს წამყვან კომიტეტში დაგეგმილი მეორე მოსმენა ჩაიშალა მთავრობის მიერ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეუჯერებლობის მიზეზით. პროცესის გაჭიანურება აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება სათანადოდ არ არის გაზიარებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. გარდა ამისა, კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა გამოსწორების ნაცვლად, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ არსებული ტექსტი კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება. დამსაქმებლებს ამ კუთხით ვალდებულებები დღესაც აქვთ. კანონპროექტის ძირითადი მიზანი მათი შესრულების უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე. ინიცირებული ვერსიით:

1. კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოებზე, რომლებიც ასევე შეიცავს მომეტებულ საფრთხეს. ერთდროულად ამ ორი კრიტერიუმის შემოტანა უკიდურესად ავიწროებს კანონის მოქმედების ფარგლებს მაშინ, როდესაც ყველა დასაქმებულს აქვს უფლება უსაფრთხო შრომაზე და ყველა მათგანისთვის უნდა მოხდეს აღნიშნულის გარანტირება. წარმოდგენილი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს არ ადგენს, არამედ უზრუნველყოფს უკვე მოქმედი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებას იძულების მექანიზმის შემოღებით, რისი გათვალისწინებითაც მისი მოქმედების არეალის დავიწროება სრულიად მიუღებელია;

2. სანქციები უკიდურესად დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზნების მიღწევას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების თითოეული პირობის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 50 ლარის ოდენობის ჯარიმას, რაც სრულიად არასაკმარისია. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევა საერთოდ არ იწვევს პასუხისმგებლობას;

3. ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სამსახური. სამწუხაროდ, კანონი არ ქმნის დამოუკიდებელ, მოქნილ, ძლიერი მანდატის მქონე ინსტიტუციას, რაც სერიოზული გამოწვევაა. პროექტი ასევე არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საკადრო რესურსებით გაძლიერებას, რაც უკიდურესად ამცირებს კანონის ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობას;

4. ზედამხედველ ორგანოს მოსამართლის ბრძანების გარეშე მხოლოდ შერჩევითი კონტროლით და ისიც კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ შეუძლია მეწარმის შემოწმება, რაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს და არ უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას. მოსამართლე ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების განხორციელების გარეშე ზედამხედველ ორგანოს უკიდურესად გაუჭირდება ასეთი საფუძვლის შექმნა. მოსამართლე ვალდებულია მეწარმეს წინასწარ გაუგზავნოს შეტყობინება და საქმის მასალები, რის შემდეგაც ის საკუთარ მოსაზრებებს წარადგენს წერილობით. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად მაინც გამოიცა მოსამართლის ბრძანება, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება. თუ მეწარმე არ დაუშვებს ზედამხედველ ორგანოს შესამოწმებლად, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია გაფრთხილება, მეორე ჯერზე კი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ხელშეშლის მომდევნო შემთხვევებზე კანონპროექტში საერთოდ არ არის საუბარი, მოსამართლის ბრძანება კი მოქმედებს მხოლოდ 15 დღე. თუ ზედამხედველობის ორგანომ მაინც მოახერხა მეწარმის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენა, იმის გადასამოწმებლად, აღმოფხვრილია თუ არა დარღვევა, კვლავ სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევს. საკითხის ამგვარად წარმოდგენა კანონპროექტში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, კანონპროექტს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც აქვს, რის გამოც რთულია შრომის უსაფრთხოების სფეროში ამჟამად არსებული საგანგაშო ვითარების შეცვლის მოლოდინის ქონა. რასაკვირველია, კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლას და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42