ათთვიანი პატიმრობის შემდეგ დრანდის ციხიდან პაატა როგავა გაათავისუფლეს
პოლიტიკა - 11:28, 07 Feb, 2018     1073
ათთვიანი პატიმრობის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დრანდის ციხიდან პაატა როგავა გაათავისუფლეს. გათავისუფლებული საკუთარ სახლში, ზუგდიდის სოფელ რიყეში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაატა როგავა გუშინ ენგურის ხიდით გადმოვიდა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში.

მამა-შვილი პაატა და არჩიკო როგავები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მკვიდრები არიან. მათი ოჯახის წევრების ცნობით, ისინი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა 2017 წლის 5 აპრილს დააკავეს, მაშინ როცა ცხენს ეძებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დრანდის ციხიდან პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას.

„2018 წლის 6 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეს მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან იქნა გათავისუფლებული. ეს უკანასკნელი 2017 წლის 5 აპრილს სოფელ რიყის მიმდებარედ არსებულ საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს ე.წ. საზღვრის კვეთის და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით მას 2 წლით და 6 თვით ჰქონდა „მისჯილი“ პატიმრობა. სუს-ის წარმომადგენლების მიერ პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში. პაატა როგავას გათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას“- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42