დავით რაქვიაშვილის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას და მის უსაფრთხოებას მოწინააღმდეგე ჰიბრიდული ომით უპირისპირდება, რომელიც მთელს მსოფლიოში უდიდეს საფრთხედაა აღიარებული.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, ჰიბრიდული ომის სახეობები: პოლიტიკური და ეკონომიკური კორუფცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები - როგორც იარაღი, პროპაგანდა, ყველა ეს მეთოდი, სამხედრო ოკუპაციასთან ერთად, გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგ.
,,ხანდახან კი, ჩვენ ვხდებით იმ პროცესების თანამონაწილე, რომელიც ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს.
საჭიროა, გავიაზროთ და ვიცოდეთ, როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჰიბრიდულ ომს, ამ მრავალდონიან ბრძოლაში განსაკუტერებუკლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა.
ჰიბრიდული ომის სახეობები ძირს უთხრიან ქვეყანას სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატრიოტიზმს, ოპტიმიზმს და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობას
ჩვენი მოწინააღმდე სწორედ ამ მეთოდებით ცდილობს რღვევა შეიტანოს ჩვენს საზოგადოებაში', - აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მისი განცხადებით, დღევანდელი დღის საფუძველია, ის ხედვა, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა საზოგადოებას - ერთიანი ეროვნული მიდგომა - ამ ხედვის შექმნის პროცესში ხელისუფლება, კერძო სექტორი, მედია, არმია, საზოგადოება აყალიბებს იმ ეროვნულ მედეგობას, რომლის დაძლევა ძალიან რთული იქნება ჩვენი მოწინააღმდეგისათვის.
,,რა კონკრეტული როლი აქვს მედიას, არმიას, ხელისუფლებას და საზოგადოებას ეროვნული მედეგობის შემუშავებაში? ჩვენი მიზანია ერთიანი და ეროვნული მიდგომა ხელშესახებ და გაზომვად პარამეტრებში გადავიყვანოთ'', - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






