როგორც გუჯაბიძემ გასაუბრების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის რუსთავი 2-თან დაკავშირებით კითხვები არ დაუსვამთ.
„რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვა არ დასმულა საბჭოს არც ერთი წევრის მხრიდან. მე მზად ვიყავი ასეთი შეკითხვებისთვის, თუკი იქნებოდა, მზად ვიყავი შესაბამისად პასუხებისთვისაც. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ საბჭოს რომელიმე წევრს ექნებოდა ჩემს მიმართ ანგარიშის მოთხოვნის არც უფლება და არც სურვილი. ნორმა, რომელსაც დაეფუძნა რუსთავი2-ის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში ჩვენს მიერ, ჩემი შემადგენლობის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში იქნა გამოყენებული. ანუ, ეს შემთხვევა რუსთავი2-ის საქმე და მისი სამართლებრივი მოსაზრება და დასაბუთება არ ყოფილა ჩვენთვის პრაქტიკაში პირველი. დღესაც ვრჩები იმ აზრზე, რომ მივიღე სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩემი მსოფლმხედველობის, ჩემი გამოცდილების, ჩემი წარსული სამოსამართლო საქმიანობის გათვალისწინებით, მე არ შემეძლო ამ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება"- აღნიშნა გუჯაბიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






