ფოთის თეატრში ჭერი ჩამოინგრა
შემთხვევა - 18:20, 06 Feb, 2018     1707
ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და ფრაგმენტი ფოიეში ჩამოვარდა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შენობა 2014 წელს გაიხსნა, თუმცა სამ წელში უკვე მას რეაბილიტაცია სჭირდება. თეატრის ადმინისტრაცია ყველა სახის ღონისძიებების დროებით შეჩერებას ითხოვს.

„დღეს ფოთის თეატრის ფოეში კიდევ ჩამოვარდა ჭერის ფრაგმანტი! არის სხვა ადგილებიც, რომლებიც სავარაუდოდ ჩამოვარდება! ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე მივმართოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაზიანებული უბნების შეკეთებამდე და შენობის უსაფრთხოების დადგენამდე შეჩერდეს ფოთის თეატრში სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთის თეატრი იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე.“- ნათქვამია ფოთის თეატრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთის თეატრის დირექტორის თენგიზ სუხიას თქმით საბედნიეროდ ინციდენტი იმ დროს არ მოხდა, როდესაც ფოიეში მაყურებლები იყვნენ.

„სამუშაო საათებში რომ არ მოხდა გადავრჩით. თეატრი რა მდგომარეობაშია, ვიზუალურადაც ჩანს“- განაცხადა თენგიზ სუხიამ.

ფოთის მერის მოადგილის გიორგი ფარეშაშვილის თქმით, სამუშაოები თავის დროზე არაჯეროვნად ჩატარდა. მისი განცხადებით, ფოთის მერია ითანამშრომლებს კულტურის სამინისტროსთან რათა პრობლემები დროულად იქნას აღმოფხვრილი.

ფოთის თეატრის მშენებლობა 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. მშენებლობა დაახლოებით 11 მილიონი ლარი დაჯდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42