„მინდა განვმარტო, რომ არსად ჩასვლის პრობლემა არ არსებობს. მაგრამ აქ საუბარი იყო, რომ შეხვედრა უნდა მომხდარიყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან, მიმდინარე გამოძიებასთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
სამართლებრივად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, ვერც ერთ გარეშე პირს სიახლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვერ მივაწოდებთ.
გამონაკლისი ამ შემთხვევაში ოჯახია, ვინაიდან მათ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ინტერესი აქვთ.
სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პანკისის ხეობაში არ ჩავედი, უხუცესებს არ შევხვდი და ვერც შევხვდებოდი იმიტომ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრაში მე სამართლებრივად მონაწილეობას ვერ მივიღებ და ვერცერთი პროკურორი ვერ მიიღებს მსგავს ფორმატში მონაწილეობას“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






