"რუსეთის ნაბიჯი სიახლე არაა, პრობლემა იმაშია, ჩვენ რას ვუპირისპირებთ"- ხოშტარია რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ შეთანხმებაზე
პოლიტიკა - 16:38, 06 Feb, 2018     1240
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დოკუმენტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა. აღნიშნულ ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ოპოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, ისინი ვერ იღებენ საგარეო უწყებისგან პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არაა საქართველო სანქციებთან დაკავშირებით აქტიური:

„რუსეთის ეს ნაბიჯი არ არის სამწუხაროდ სიახლე, ეს არის მოცემულობა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რომ რუსეთი მუდმივად ლახავს ტერიტორიულ მთლიანობას. აქ პრობლემა იმაშია, თუ რას ვუპირისპირებთ ჩვენ ამას. საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბრობს, რომ არანაირი კონკრეტული შემოთავაზება ჩვენ არ მიგვიღია, მაგალითად პოროშენკოსგან იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია საერთაშორისო სანქციების ნაწილი გახდეს. ერთდერთი რაც რუსეთს გააჩერებს ეს არის სანქციები. რამდენი ხანია საგარეო საქმეთა მინისტრს ვეძახით რომ მოვიდეს უმცირესობასთან და გასცეს კითხვებს პასუხი, თუ რატომ არ ვართ აქტიურები ამ მიმართულებით.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ე.წ დოკუმენტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული სამხედრო შენაერთების, რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42