,,მეტროსადგურში დაზარალებულებს კითხვები აქვთ მერიასთან და ამას ,,ოცნება“ შოუს ეძახის“ - ხაბეიშვილი ,,ქართულ ოცნებას“ პასუხობს
პოლიტიკა - 13:30, 06 Feb, 2018     1260
ჩაშლილი რიგგარეშე სხდომა თბილისის საკრებულოში - სხდომის ფარგლებში განხილული უნდა ყოფილიყო მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამოშლისა და დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების საკითხი. სხდომა ჩაიშალა, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შოუს მოწყობას ცდილობდა.

„ქართულ ოცნებას“ „ნიუპოსტთან“ საუბრისას ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი პასუხობს:

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი აზრით კი არ მოქმედებენ, მესიჯბოქსებს მეილზე უგზავნიან და შემდეგ ამ მესიჯბოქსით საუბრობენ ხოლმე. როდესაც ოპოზიციას აქვს კითხვები, ისინი ამას ეძახიან შოუს, წარმოდგენას და ასე შემდეგ. ანუ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც აქვთ და ისინი არიან მმართველი პარტია, ამას ვერ ითავისებენ, რაც არ უნდა არაადექვატური კითხვა ჰქონდეს ოპოზიციას, ხელისუფლება ვალდებულია ოპოზიციასთან დაჯდეს, ყველა იმ საკითხზე ისაუბროს, რაც თბილისელებს აწუხებთ. ჩვენ გვქონდა კონკრეტული კითხვა და ამ სხდომაზე არ იყვნენ წარმოდგენილნი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ამ სხდომაზე წარმოდგენილნი იყვნენ დაზარალებული ადამიანებიც. სულ 14 ადამიანი დაზარალდა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტის შედეგად, ამ ადამიანების უმრავლესობა ჩივის, რომ დედაქალაქის მერია ყურადღებას არ აქცევს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არ არის, ეს არის იმ ადამიანების განცხადება, რომლებიც ესწრებოდნენ სხდომას და თავად მოუყვნენ იმ პრობლემის შესახებ, რაც აქვთ მერიასთან კომუნიკაციის დროს. ამ დროს ასეთი არაადექვატური განცხადება, რომ თურმე ვინმე შოუს მოწყობას აპირებს, გადახედონ მეილებს, იქნებ განუახლონ მესიჯბოქსი“, - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42