ე.წ. შეთანხმებას 2017 წლის 22 ივნისს, მოსკოვში მოეწერა ხელი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეთანხმება მიზნად ისახავს, ე.წ. რესპუბლიკაში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეები რეცეპტით მედიკამენტებითა და ამბულატორული მომსახურებით უზრუნველყონ.
შეთანხმების თანახმად, "რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის მიერ მიწოდებული შეტყობინების საფუძველზე, ითვალისწინებს გარემოებებს" და ოკუპირებულ რესპუბლიკაში ფინანსურ დახმარებას აგზავნის, ასევე მონიტორინგს უწევს აფხაზეთის მიერ წამლებით უზრუნველყოფის ამოცანის განხორციელებას
შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ცალკეული სამხედრო შენაერთების, რუსეთის არმიის შემადგენლობაში შესვლას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






