ირაკლი კობახიძე დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდება
პოლიტიკა - 12:37, 06 Feb, 2018     887
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, პოლ რაიანთან და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან გამართავს.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ხელმძღვანელ პირებთან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და დიალოგის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, იმ მიმართულებებისა, რომლებიც ორ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან. საქართველოს პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების მხარდაჭერის თვალსაზრისით. საქართველო სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით. გასული წლის განმავლობაში არსებული ძალიან მაღალი დინამიკა უნდა გაგრძელდეს. გასულ წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა, რომლებიც უნდა გამყარდეს 2018 წელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, მისი შეხვედრები როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დიდად შეუწყობს ხელს ამ დიალოგის გაღრმავებას და გაძლიერებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42