"საქართველო ნატოსთან ყველაზე ახლოსაა, თქვენ მაპი არ გჭირდებათ"- ლუკ კოფი საქართველოს ალიანსში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე
პოლიტიკა - 10:32, 06 Feb, 2018     3036
გასულ კვირას ჰერიტიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხვილველმა ლუკ კოფიმ დაწერა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეერთებული შტატების ინტერესებშია. კოფი ასევე გამოდის იდეით საქართველო ალიანსში დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული. მის ხედვაზე კოფი "ამერიკის ხმას" ესაუბრა. კოფის თქმით ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება ნატოსთვის დიდი გამოწვევაა:

„ეს ნატოსთვის დიდი გამოწვევაა, და არა საქართველოსთვის. საქართველო ნატოსთან ყველაზე ახლოსაა. ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ არასაკმარისი.

ჩემი აზრით არ იყო ჯანსაღი წევრობის სამოქმედო გეგმასთან - მაპთან დაკავშირებული მოლოდინები. ახლა ნატოს ყოველი სამიტის წინ ქართველებს მაპის მოლოდინი აქვთ. ბევრი ქვეყანა ნატოს მაპის გარეშე შეუერთდა. სანამ მაპის საკითხი არსებობს, რუსეთს შეუძლია ის პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

ბრიუსელის სამიტზე საქართველო მაპს ვერ მიიღებს, იმიტომ რომ ალიანსის ზოგიერთი წევრი თავს კომფორტულად არ გრძნობს. თუ იქნება მაპის მიღების მოლოდინი, რაც ბრიუსელში არ მოხდება, მერე ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ნატოში გაწევრიანებას მაპი არ ჭირდება. თქვენ მაპი არ გჭირდებათ.“- განაცხადა კოფიმ.

კოფიმ იმ რეკომენდაციაზეც ისუაბრა, რომლის მიხედვითაც საქართველო დაჩქარებულად უნდა გახდეს ნატოს წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზე:

ჩემი რეკომენდაციაა, ნატომ შეცვალოს მეექვსე მუხლი. მეექვსე მუხლი ხსნის იმას თუ ვისზე ვრცელდება მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ამის შემდეგ საქართველო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, შედის ნატოში. და მხოლოდ ნატოს მეხუთე მუხლი არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს მანამ, სანამ კონფლიქტი და ოკუპაცია მშვიდობიანად არ მოგვარდება. ვფიქრობ ეს პრაქტიკული, რეალისტური და პრაგმატული მიდგომაა საქართველო დაჩქარებული წესით შევიდეს ნატოში. ეს რუსეთს გაუგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ მისი არალეგალური ოკუპაციებით ის ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ.

მინდა ქართველებმა იცოდნენ, რომ ეს არ ნიშნავს ამ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას, მათზე უარის თქმას. ეს არის ნატოში შესასვლელად ყველაზე სწრაფი გზა. ცხინვალის და აფხაზეთის მთავრობა უკანონო და არალეგიტიმურია, ჩემი აზრით, ის არც არსებობს. ამ პროცესში მათ არავინ უსმენს. ეს ეხება ნატოს და ქართველ ხალხს, ეს არ არის მარიონეტების რეჟიმის გადასაწყვეტი.

ეს არანაირად არ ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების მიტოვებას. ისევე როგორც საქართველოს მთავრობამ დადო პირობა ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ნატომაც უნდა დადოს პირობა, რომ არ გამოიყენებს თავის ძალებს და კოლექტიური თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, სანამ საქართველო ამ კონფლიქტებს მშვიდობიანად არ მოაგვარებს.“- განაცხადა კოფიმ.

კოფიმ ამ საკითხთან მიმართებაში, რუსეთთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„კარგად მესმის, რომ ეს ნებისმიერი არჩეული მთავრობისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ვაცნობიერებ, რომ ამას რუსეთი პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ არაფერია ადვილი.

თუ საქართველოს ნატოში მალე გაწევრიანება სურს, ჩვენ ამას პრაგმატულად უნდა მივუდგეთ. ახლა ნატოს წევრობას მისი ტერიტორიების ოკუპაცია აფერხებს. ეს აფრთხობს ნატოს წევრებს. სტატიაში ასევე ვამბობ, რომ მეხუთე მუხლის შეჩერება ცხინვალზე და აფხაზეთზე დროებითი მექანიზმია და ის ამ ტერიტორიებზეც მას შემდეგ გავრცელდება, რაც კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება.

ეს არანაირად არ ცვლის მიდგომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ყოველ დეკლარაციაში და შეხვედრაზე ნატო, როგორც ალიანსი, იმეორებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და ეს არ შეიცვლება.

ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია საქართველო გავაწევრიანოთ ნატოში ჩემ მიერ შემოთავაზებული გზით. ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი რუსეთისთვის, რომ მისი უკანონო ოკუპაციებით და ანექსიით, დამოუკიდებელი ქვეყნის მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს, იქნება ეს საქართველოში, უკრაინაში თუ მოლდოვაში.

დღეს რუსეთი სუვერენულ ქვეყნებში შეჭრით აფერხებს ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს უნდა დასრულდეს.“- აღნიშნა კოფიმ.


სრულად იხილეთ www.amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42