პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 18:08, 05 Feb, 2018     2164
საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის.

"დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას.

მათი ნეშთები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას.

ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს.

კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი ოჯახის წევრების გმირობისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც იზრდება ახალი თაობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი, ელგუჯა შარტავა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მამია ალასანიას შვილი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42