"5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელება უკან გადადგმული ნაბიჯია" - რატიანი მანდატურის რეფორმაზე
პოლიტიკა - 17:19, 05 Feb, 2018     734

"ევროპულ საქართველოს" სკოლებში მანდატურის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე შენიშვნები აქვთ.

როგორც სერგო რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მანდატურის ინსტიტუტის გამოსავლად დასახელება, რომელიც 5 წლის წინ დაინერგა, უკანგადადგმული ნაბიჯია. ამასთან რატიანი ამბობს, რომ ახალი ინიციატივები სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას გულისხმობს.

"დღეს ხელისუფლებამ დააანონსა სკოლებში უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შორის პირველი აქტივობა - მანდატურის სამსახურის რეფორმირება - კანონპროექტის შექმნაში შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები მონაწილეობდნენ.

როგორც შსს აცხადებს, კანონპროექტის მიხედვით, მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ფაქტობრივად აბრუნებს ქართული ოცნების მიერ 2013 წელს შეცვლილ კანონს და მეტიც, ამავდროულად, პოლიციის დისკრეციის გაზრდას გულისხმობს.

2013 წლიდან მანდატურის სამსახური მოექცა ორმაგი დაქვემდებარების ქვეშ, რაც დღეს გაკეთებული განცხადებების ფონზე ფაქტობრივი აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ 5 წლის განმავლობაში სკოლაში მოშლილი იყო მოსწავლეების უსაფრთხოების სისტემა და მანდატურის სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაცია თავის დროზე დაშვებული შეცდომა გახლდათ, რომელმაც, სამწუხაროდ, აჩვენა კიდეც თავისი შედეგი.

მიგვაჩნია, რომ არსებული, ნოვაციად შემოთავაზებული პრევენცია, ვგულისხმობ 5 წლის წინანდელი რეგულაციის გამოსავლად დასახელებას, უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გულისხმობს პოლიციური რეჟიმის გაძლიერებას, არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც გამოსავალი არსებულ რთულ სიტუაციაში. ეს ფაქტი კვლავ ხაზს უსვამს განათლების სამინისტროს უმოქმედობას. ეს არის განათლების რეფორმის შეჩერების დადასტურება ნაცვლად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ზრუნავდეს რეფორმის აქტიურ ფაზაში გადასვლაზე, რაც თავისთავში გულისხმობს კიდეც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პრინციპების დანერგვასა და განუხრელ დაცვას, შემოთავაზებულია სკოლებში პოლიციური რეჟიმის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მექანიზმების დაკანონება. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ 21-ე საუკუნეში, საერთაშორისო პრაქტიკისა და კვლევების გათვალისწინებით, შეუძლებელია ძალადობრივი მექანიზმები, პოლიცია სკოლაში, განვიხილოთ, როგორც მოზარდებში გაძლიერებული აგრესიის შემაკავებელი ფორმა” - განაცხადა სერგო რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42