,,ორი მოზარდის სიცოცხლე იყო ის ფასი, რომ ,,ოცნება“ მანდატურის სამსახურის, ჩვენი რეფორმის სისწორეში დარწმუნებულიყო“ - შაშკინი
პოლიტიკა - 14:57, 05 Feb, 2018     1340
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.

პროექტის ფარგლებში მანდატურებს სხვადასხვა უფლებები მიენიჭებათ, ასევე საქართველოს ყველა საჯარო სკოლის შენობაზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლებიც გააკონტროლებენ როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრს.

აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა ყველაფერი, რაც პროექტში არის განსაზღვრული, მისი მინისტრობის დროს არსებობდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განადგურდა:

„მეექვსე წელია, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში. ექვსი წლის შემდეგ მასობრივად დაიწყო იმ რეფორმების დაბრუნება, რომლებიც ხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პერიოდში, დაწყებული ლაზიკით და დამთავრებული მანდატურებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ექვსი წელი, ძალიან სამწუხაროა, რომ უნდა მომხდარიყო ასეთი დიდი უბედურება და ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე იყო ის ფასი, რაც „ქართულ ოცნებას“ დაარწმუნებდა, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით იყო სწორი, ეს უდიდესი უბედურება, უმძიმესი ტრაგედია, იმიტომ, რომ ამ ბიჭებს ვერავინ ვერ დააბრუნებს, მათ სიცოცხლეს ვერავინ დაუბრუნებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ.

ის კანონპროექტი, რომელიც ახლა შედის პარლამენტში განსახილველად, ერთი ერთში იმეორებს იმას, რაც ქართული ოცნების განათლების მინისტრებმა გაანადგურეს. მარგველაშვილი, სანიკიძე, ჯეჯელავა, ამ სამი მინისტრის პასუხისმგებლობა არის იმ რეფორმების განადგურება, რომელზეც ახლა საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კარგია, რომ ამ მთავრობაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახით, რომელსაც უნდა ამ პრობლემის მოგავრება, განათლების მინისტრებისგან განსხვავებით, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში? ის, რაზეც ახლა საუბრობს შსს და მინისტრი, მარგველაშვილმა, სანიკიძემ და ჯეჯელავამ, გაანადგურეს და გააფუჭეს. კამერები დაყენებული იყო, ისინი გარე და შიდა პერიმეტრს აკონტროლებდნენ. უნიათო მთავრობის გამო, ეს კამერები განადგურდა, მანდატურები აკონტროლებდნენ ამ კამერებს, რასაც ახლა კანონში წერენ, იყო შექმნილი სპეციალური IT-კავშირი და ამით შესაძლებელი იყო ყველა სკოლის ვიდეოკონტროლი, ამათმა გააფუჭეს ეს ყველაფერი.

მანდატურები ექვემდებარებოდნენ განათლების სამინისტროს, მარგველაშვილმა პირველი რაც გააკეთა იმის შემდეგ, რაც 161-ე სკოლაში ორი ბავშვი დაჭრეს, გადაიყვანა მანდატურები დირექტორის დაქვემდებარებაში, რათა პრობლემები არ გამოსულიყო სკოლიდან. 2013 წელს ორი ბავშვი დაჭრეს და მაშინვე ვსაუბრობდი საით მივდიოდით. ყველაფერი, რაც წერია ახლა ამ კანონპროექტში, არის ის, რაც მარგველაშვილმა,ს ანიკიძემ და ჯეჯელავამ გააფუჭეს.

თუ ეს ყველაფერი სწორი იყო, რასაც მე ვაკეთებდი, რასაც პრეზიდენტი სააკაშვილი აკეთებდა, მაშინ რატომ აფუჭებდნენ ამას? ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გაფუჭებას რამდენი უბედურებაც მოჰყვა? საზოგადოებას არ აინტერესებს? იმავეს აბრუნებენ, რისთვისაც მე მაგინებდნენ და ახლა ამბობენ, რომ კარგია?“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42