„მე აქ დავბრუნდი გასული წლის სექტემბერში და მას შემდეგ მაქვს მხოლოდ ერთი დოკუმენტი, რომლითაც გადავაადგილდები, ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ. მე არ მაქვს არცერთი სახელმწიფოს მოქალაქის პასპორტი.“- განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არ იღებენ ნოტარიუსები და ამის გამო მას პრობლემა ექმნება.
„ახლა პოროშენკოს უნდა რომ ეს საბუთიც წამართვას, ამით პრაქტიკულად მომკლავენ. წარმოიდგინეთ, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ გამაქრონ, რას გაუკეთებენ უკრაინის უბრალო მოქალაქეს, რომელსაც კამერები არ დაყვება.“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, იმის მიუხედავად რას მოიმოქმედებს პოროშენკო და სასამართლო მის წინააღდმეგ, პოროშენკოს რეჟიმის დასასრული მოახლოებულია:
„მიუხედავად იმისა მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ არა, გამაგდებენ ქვეყიდან თუ ჩამსვამენ ციხეში, ყველა შემთხვევაში მათი დასასრული მოახლოებულია , ამაში დარწმუნებული ვარ და ხალხიც მარწმუნებს ამაში. ეს სასამართლო არაა, ამ სასამართლოს სურს პოროშენკოს სურვილის შესრულება, რომ ჩემი კვალი გააქროს.“- განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






