ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შესაბამისი დოკუმენტები საგამოძიებო ორგანოში დღეს შეიტანა.
ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, მის მობილურ ტელეფონში მისგან დამოუკიდებლად ხორციელდება სხვადასხვა ოპერაცია და სწორედ ამიტომ გამოთქვამს ეჭვს, რომ კიბერშეტევას აქვს ადგილი.
მისივე თქმით, ყოველივე შესაძლოა, ბიზნესსაქმიანობას, ან პაატა ბურჭულაძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს უკავშირდებოდეს.
„ტელეფონში სავარაუდოდ ვიღაც აპირებდა შემოღწევას, თავისით დაიწყო სხვადასხვა ოპერაციების შესრულება ტელეფონმა, აქედან გამომდინარე მივმართე პროკურატურას, რომ მოხდეს გამოძიება. სჯობს, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავო, გამოძიების ინტერესებისგან გამომდინარე. სხვადასხვა სახის მუქარები იყო მიღებული ფესიბუქითან, ისედაც, დეტალზებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. არ გამოვრიცხავ, რომ უკავშირდებეს იმ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც მამაჩემის მიმართ ხორციელდებოდა, ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. მაგრამ ამ ბოლო დროს უცნაური ფაქტები ხდება ჩვენს გარშემო, სრულიად უცხო ჟურნალისტები მოდიან, ირებენ ჩვენს სახლს, ეკითხებიან მეზობლებს თუ როგორი შვილები ჰყავს“, - განაცხადა ალექსანდრე ბურჭულაძემ.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ არსებობდეს ეჭვი კიბერშეტევის შესახებ:
„უცნაურია, რომ გარკვეული სახის სქრინშოტები არის მობილურზე, რომელიც ცოტა მუქარის შემცველიც კი არის, გარკვეულწილად დამუქრება: „ნახეთ რა მოგივათ“. გამავალი ზარები იყო ისე, რომ მას არ გამოუყენებია ტელეფონი, ვისაც მობილუ-წვდომა აქვთ, იმათთან კონსულტაციები გავიარეთ, იმათმა დაგვიდასტურეს, რომ არ არის გამორიცხული და სავარაუდოდ შესაძლებელია იყოს გარკვეული კიბერშეტევა, ბატონი ალექსანდრე მზად არის გამოძიებას წარუდგინოს მობილური ტელეფონი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






