„ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს სუს-ის საქმიანობის პოლიტიკური სიბრმავე“ - მაჩალიკაშვილების ოჯახის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 10:18, 05 Feb, 2018     862
თემირლან მაჩალიკაშილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მედიაში მათი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. მათი თქმით მალხაზ მაალიკაშვილის განცხადება, პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გასმულიყო ხაზი:

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც სრულიად არასწორი განმარტებები მიეცა სხვადახვა ადამიანების და ჯგუფების მიერ.

დასაწყისშივე გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი ოჯახის ემოციური მდგომარეობა ეხლა უაღრესად მძიმეა. ჩვენმა ოჯახმა ყველაზე მძიმე ფორმებით განიცადა უსამართლობა და ამ სტრესის და ტკივილის გადატანას უზენაესი ალაჰისა და ჩვენი ქისტი და ქართველი მეგობრების მხარდაჭერით, ასევე სამართლიანობის იმედით თუ ვახერხებთ.

ჩვენი 19 წლის შვილი ჩვენივე სახლში ღამით ყველაზე სასტიკი და აგრესიული ფორმით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოგვიკლეს. სპეცრაზმელები ჩვენს ოჯახს, როგორც დამნაშავეებს და არაადამიანებს მოგვექცნენ. იარაღების დამიზნებით იატაკზე დაგვყარეს და გადაადგილების შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ოთახში ვყავდით გამოკეტილები და იარაღებით კბილებამდე შიარაღებული პირები გადაადგილების შესაძლებლობას და ჩვენი შვილის დაჭრის შესახებ ინფრომაციის გაგების შესაძლებლობასაც კი არ გვაძლევდა. ერთი საათის განმავლობაში თემირლანი საკუთარ ოთახში სისხლისგან იცლებოდა და ჩვენ ჩვენი შვილის დახმარების საშუალებაც კი არ მოგვცეს. ჩვენი სასოწარკვეთა და ტრაგედია იმდენად ღრმა არის, რომ ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია და ამას ჩვენი ქისტური სიმამაცის ეთიკაც არ გვაძლევს.

პირველივე დღეებში ხელისუფლებამ დაიწყო თემირლანისგან დამნაშავის ხატის შექმნა და საკუთარ განცხადებებში სუსმა ის ყოველგვარი ვარაუდის გარეშე დამნაშავედ გამოაცხადა. საკუთარი შეცდომების და უსამართლობის აღიარების ნაცვლად, ხელისუფლება თემირლანის დისკრედიტირებას ცდილობდა, რაც ცხადია, მისი მხრიდან დაშვებული უსამართლობის გადაფარვის და ჩვენი ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტების მცდელობა იყო.

ცხადია, თემირლანის, უდანაშაულო ახალგაზრდის საკუთარ სახლში ამ ფორმით სიცოცხლის ხელყოფის საქმე აღელვებს არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს, არამედ მთელს ხეობას. ეს იმიტომ რომ წლების განმავლობაში პანკისის ხეობას ყველა ხელისუფლება საფრთხის შემცველ ტერიტორიად სახავდა და ადგილობრივ ხალხს მუდმივად იმის მტკიცება გვჭირდება, რომ ტერორისტები და რადიკალები არ ვართ. სირცხვილის და თავის მართლების ეს მდგომარეობა რეგიონში სწორედ ხელისუფლებების არასწორმა პოლიტიკამ შექმნა. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ხალხის ღრმა კავშირი და მიჯაჭვულობა საქართველოსთვის გამოიყენოს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, ხეობაში ძირითადი მოქმედი სახელმწიფო უწყება სუსია, რომელიც სწორედ დასჯის და კონტროლის საშუალებებით მუშაობს ჩვენზე. ბოლოს ჩატერებული სისხლიანი სპეცოპერაცია და მის გარშემო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოციალური შინაარსისგან დაცლილი, გაუზრებელი განცხადებები ჩვენს ამ განცდას კიდევ უფრო აღრმავებს. და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჩვეთვის მოყენებული ტკივილი და დასუსტებული ნდობა შეეცვალა, მაღალი თანამდებობის პირები არც კი ჩამოვიდნენ ხეობაში. ჩვენ არ გვესმის ხელისუფლების ეს უმოქმედება უმეცრებაა მხოლოდ, თუ რაიმე სტრატეგია. ხელისუფლებამ ღია ჭრილობებით და ტკივილით მიგვატოვა პანკისელები და დღეს უფლის, საკუთარი და ჩვენი მეგობრების ძალებით ვცდილობთ ამ ღრმა სტრესის გააზრებას და გადალახვას.

ცხადია, ჩვენს ოჯახს და ქისტებს გვაქვს გონიერება და ძალა ხელისუფლების ეს პოლიტიკური უმეცრებაც ავიტანოთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და როგორც ყველა სხვა ჯგუფს, უმრავლესობასა თუ უმცირესობას, გვესმის, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა და ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფორმით განვიცდით უსამართლო პოლიტიკის მძიმე შედეგებს. ზოგიერთი სიკვდილს ვებრძვით, ზოგიერთი - სიღარიბეს, ზოგიერთის - ღირსების შელახვასა და სასოწარკვეთას. თუმცა, ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს და სამართლიანობის მიღწევას აქ და ახლა უნდა მივაღწიოთ კანონიერი და მშვიდობიანი საშუალებებით და ერთმანეთის მხარდაჭერით. პანკისის საქართველოს ნაწილია და ჩვენ საქართველოს მოქალაქეობის განცა გამორჩეულად მაღალი გვაქვს და ეს კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც.

ამდენად, მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე, არ შეიცავდა სხვა აზრს გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. დიახ, ნდობის აღდგენის ხაზი დღეს ამ საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესზე გადის და ეს მთელი ხეობისთვის ასეა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თემირლანის საქმეზე მისი ოჯახი ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლის დადგენისთვის. სიმართლის დადგენა ჩვენთვის ნიშნავს სპეცოპერაციის ამ ფორმით დამგეგმავი და განმახორციელებული სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების და სროლის განმახორციელებელი პირის სამართლებრივ დასჯას და თემირლანის უდანაშაულობის დამტკიცებისთვის ჩვენთვის სამართლებრივი შესაძლებლობის მოცემას. ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ დაამტკიცოს, რომ თემირლანმა ნამდვილად იცოდა, რომ ის ბიჭები, რომელსაც თითქმის მთელი ხეობა და ჩვენი ოჯახიც სხვა სახელებით იცნობდა და მეგობრობდა, ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამ მიზნით მათ თემირლანი სხვადასხვა რესურსებით ეხმარებოდა. თუ ამას თავის დროზე დამიმტიკებდა ხელისუფლება, ჩემი ხელით მივუყვანდი ჩემს შვილს დასაპატიმრებლად. ამისთვის ომის ტექნიკის გამოყენება ხელისუფლებას ჩვენს ოჯახთან არ დასჭირდებოდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს სუს-ის საქმიანობის პოლიტიკური სიბრმავე და პანკისის ხეობაში მისი საქმიანობის მძიმე შედეგები და დროულად შეცვალოს ის და რაც მთავარია, პოლიტიკური პასუხისგებლობა მოსთხოვოს მის ხელმძღვანელობას.

ჩვენ მადლობას ვუხდით მედიას საქმის მიმართ ინტერესის და მხარდაჭერის გამო, თუმცა, იმისთვის რომ საზოგადოებასთან ჩვენი კომუნიკაცია უფრო საქმიანი და ნაკლებად ემოციური იყოს, მომავალში საქმის გარშემო სიახლეებს და ჩვენი ოჯახის პოზიციებს სპეციალურად შექმნილი ფეისბუქგვერდის და ჩვენს ადვოკატებთან ერთად ორგანიზებული შეხვედრების გზით გაგიზიარებთ.

ქართული საზოგადოების მიმართ ღრმა პატივისცემით და მადლიერებით, თემირლანის ოჯახი“- ნათავამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42