რეიტინგი რვა ძირითადი კოეფიციენტით ისაზღვრება - ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფცია, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული აქტების გამოყენება, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართლის სამართალი.
საქართველო ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის მიხედვით 52-ე ადგილს იკავებს, კორუფციის დონის ინდექსში კი 23-ე პოზიციაზეა, ღია მმართველობის მიხედვით 42-ზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ინდექსის მიხედვით ქვეყანა 46-ე ადგილს იკავებს, წესრიგი და უსაფრთხოების ინდექსის – 30-ე, ნორმატიული აქტების გამოყენების ინდექსის – 32-ე, სამოქალაქო სამართალის ინდექსის – 55-ე და სისხლის სამართლის სამართალის ინდექსის – 47-ე.
რეიტინგში პირველი ათეულში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ - დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ახალი ზელანდია, ავსტრია, კანადა, ავსტრალია. დიდმა ბრიტანეთმა 11-ე ადგილი დაიკავა, აშშ-მ მე-19, რუსეთი - 89-ზეა. ბოლო ადგილს ვენესუელა იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






