„როდესაც მერაბიშვილთან დაკავშირებული ამბავი მოხდა, მაშინ ძალიან ნათლად ვამბობდი, რომ ხალხო, თუ ჩვენ ამ ამბავს არ გამოვიძიებთ და კვალიფიციური პასუხს არ გავცემთ, ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. მაშინაც იგივე რიტორიკა იყო, რომ ვაიმე, მერაბიშვილს იცავს. ცოტა ხანში ჩვენ ეს დაგვიბრუნდა სტრასბურგიდან სპეციალური სტატუსით, დღეს უკვე მერაბიშვილს მიიჩნევენ დაზარალებულად. ანუ როდესაც შენ არაკვალიფიციურად მისდევ საქმეს, ბოლოს ამას ატრიალებ შენი თავის საწინააღმდეგოდ. სააკაშვილს არ განვიხილავ, მაგრამ როდესაც პრეხიდენტის დევნას აწარმოებ არასკრუპულოზურად და არა კანონის სრული დაცვით, მერაბიშვილზე როგორც შემოგვიტრიალდა ისევე შემოგვიტრიალდება სააკაშვილზეც და ეს იქნება ქვეყნისთვის ცუდი. დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისეთია, რომ თუ ტაშს არ უკრავ, შენ ხარ მიყიდული... რაში გამოიხატება ბოლოსდაბოლოს ეს ყველაფერი, გამოიხატება იმაში, რომ დღეს ამას ხელზე დაიხვევს, რომელიღაცა პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკური ლიდერი და რა თქმა უნდა, შენ ამ დროს აძლევ კოზირებს. მე სულ არ მაინტერესებს კოზირებს მისცემენ თუ არ მისცემენ, მე სააკაშვილზე ფიქრი და თემა დავამთავრე, როდესაც პრეზიდენტი გავხდი. ახლა ზოგიერთები დღეს იწყებენ პოლიტიკაში და უნდათ სააკაშვილთან ქონდეთ პოლიტიკური დიალოგი, მე 10 წელი სააკაშვილის კრიტიკაში ვიყავი და აღარ მინდა ამით ცხოვრება. ამ კოზირების მიცემით ავნებ ქვეყანას, ეს არის მარტივი და ნათელი. იმ ანეკდოტივითაა ადამიანი ტოტს რომ ჭრის, აფრთხილებ ჩამოვარდებიო, არ გისმენს, ჩამოვარდება და მერე მაინც შენ გონიხარ დამნაშავე.“- განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






