"მაინტერესებს როგორ აღწერს სპეცრაზმელი სროლის აუცილებლობას, შესაძლოა მასზე გავლენა 22 ნოემბრის ფაქტებმა მოახდინა"- კუბლაშვილი
პოლიტიკა - 11:51, 03 Feb, 2018     1301
”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით უწყების მხრიდან ოჯახსა და ადვოკატებს, მოთხოვნების შესრულებაზე დროებით უარი ეთქვათ, მიზეზად კი საგამოძიებო პროცედურების მიმდინარეობა დასახელდა.

„ჩვენ გვქონდა თხოვნა-მოთხოვნა, რომ დაზარალებულის სტატუსის მონიჭება მომხდარიყო რაც შეიძლება, მალე და გვქონოდა მასალებზე წვდომა სრულყოფილად. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება როგორც მათ განმარტეს, დროებით ვერ მოხერხდება.“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. მისი თქმით ირაკლი შოთაძესტან შეხვედრის დროს ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მიმართ იყო თხოვნა, რომ მათ მოითმინონ და მძაფრი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მისი მთავარი ინტერესი არის თუ როგორ აღწერს სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლანის მისამართით გასროლა განახორციელა, ამ ქმედების აუცილებლობას.

„მე მაინტერესებს როგორ აღწერს მსროლელი , იგივე სპეცრაზმელი, რაში გამოიხატებოდა თემირლამ მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის გახსნის მცდელობა, როგორ აღწერს და რას გულისხმობს. სწორედ ამ აღწერიდან გამოდის ჩემი კითხვებიც და აქედანაა გამომდინარე ჩემი შემდგომი შუამდგომლობებიც. ჩვენ არ გვაინტერესებს მისი პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ გავინტერსებს შეეძლო თუ არა მას ალტერნატიული ქმედების განხორციელება. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება რომ მას ძლიერი წვრთნა ქონდა გავლილი, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ფსიქოლოგიური მომზადება შესაბამისი ქონდა. საერთოდ არ იყო ფსიქოლოგიურად მზად და შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მასზე, სწორედ 22 ნოემბრის ფაქტებმა, შესაძლოა მან გააიგივა და შეეშინდა , ხომ არ იყო იქ ხელყუმბარის საფრთხე.“- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თემირლანს დაკავებულის სტატუსი არ აქვს, თუმცა დაჭრილს საავადმყოფოში 3-4 ადამიანი ედგა თავზე და ადვოკატს მისთვის ფოტოს გადაღების უფლებასაც კი არ აძლევდნენ, სწორედ ამიტომ ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეში დაკავებულად ცნობას ითხოვენ.

„ჩვენ სამართლებრივად შებოჭილები ვართ, რადგან ვერ განხორციელდა მისი დაკავება და ბრალი ვერ წარედგინა. დღეს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თემირლანი ცნობილი იყოს მის სიცოცხლეში დაკავებულად. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ დაკავებისათვის არსებობს შესაბამისი საპროცესო ვალდებულებები და ისინი ვერ განხორციელდა და ამის გამო ის დაკავებულად ვერ იქნება ცნობილი, მაშინ რატომ და რას სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებდა შესაბამისი სამსახური 24 საათიან რეჟიმში მის ზედამხედველობას? მე არ მქონდა ფოტოს გადაღების უფლება, რა უფლებით ხდებოდა ეს. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის დაკავებული იყო.“- განაცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახის მიზანია, რომ თემირლანის უდანაშაულობა დამტკიცდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42