“ევროპული საქართველო” საწვავზე აქზიცის შემცირებას მოითხოვს - ჭიაბერაშვილის ბრიფინგი
პოლიტიკა - 10:38, 03 Feb, 2018     1344

“ფასების ზრდა ისევ მაღალია და ისევ მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს. საწვავზე აქციზის შემცირება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა ფასების ასეთი მაღალი ზრდა შეაჩეროს,” - ასეთია “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა.

“საწვავზე ისეა ფასები გაზრდილი, უამრავი ადამიანი სოფლად მიწის მოხვნასაც კი ვერ შეძლებს, რომ საკუთარი თავის სარჩენი საკვები მოიყვანოს, არათუ ბაზარზე გასატანი პროდუქტი. თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ათიათასობით ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს, საწვავზე აქციზი უნდა შეამციროს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, 2017 წელს “ქართულმა ოცნებამ”, ერთი ხელით, მოგების გადასახადის რეფორმით 300 მლნ დაუტოვა ბიზნესს, მეორე ხელით კი, აქციზის მომატებით ხალხს 450 მლნ ამოუღო ჯიბიდან.

დიდია ფასების წლიური ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 6.6%, რაც, ჭიაბერაშვილის აზრით, “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც. ფასების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში - 6.4%.

ჭიაბერაშვილის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების ზრდა ასევე მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. მათ მეტი საფასურის გადახდა უწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირსა და დენში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზისა და დენის ტარიფის ზრდა ასევე დამატებითი ბიძგია ინფლაციისთვის.

“გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. აქციზის შემცირება ის მინიმუმია, რაც მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42