შს მინისტრის შეთავაზება ქურდული სამყაროს წევრებს - გახარიას ახალი ინიციატივა
პოლიტიკა - 19:06, 02 Feb, 2018     12565
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე ქურდული სამყაროს წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კანონპროექტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს ეხება იმ ჩარჩოკანონმდებლობის ცვლილებას, რომელიც არეგულირებს ქურდული სამყაროს დანაშაულებრივ კომპონენტს. კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული არის ძალზედ დიდი რისკის შემცველი და ეს არის ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით: პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდობასთან მუშაობის და ჯანსაღი ცხოვრების მხრივ. ასევე, ის ერთმნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ალბათ ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ წარმატებულ ქვეყანას ვერ ავაშენებთ, თუ ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ ვუპასუხებთ. სწორედ ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დღეს მუშაობს, შეიქმნა 2005 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიურ დონეზე, სასამართლო სისტემის დონეზე დ ჩვენ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კანონმდებლობა შესაცვლელია. ამ ცვლილების ძირითადი მიმართულება არის კონკრეტული დანაშაულებებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება. გარდა ამისა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიცაა: ქურდული სამყაროსადმი მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ქურდული სამყაროს პასიურ წევრობა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ჩვენი სასამართლო და საგამოძიებო სისტემისთვის. არის ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეც, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

ეს ცვლილებები არის ის აუცილებლობა, რომელიც საჭიროა პირველ რიგში, ორგანიზებული დანაშაულის გამოწვევის საპასუხოდ და რა თქმა ჩვენი მიზანია წარმატებული ქვეყნის აშენება, რისთვისაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული.“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42