ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე საქონელი მიმოქცევაში ვერ გავა - მთავრობა ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს
პოლიტიკა - 12:44, 03 Feb, 2018     1082
საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426-სა და „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებებში.

„ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მოქმედი რედაქციით, დაავადების, აკრძალული და არასასურველი ნივთიერებების, პათოგენების, მომწამვლელი ნივთიერებებისა და სხვა პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის მიზნით, საზღვარზე ხორციელდება ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშების აღება. თუმცა, სანამ ლაბორატორიული ანალიზი დასრულდება, საქონლის მფლობელს შეუძლია საქონლის მიმოქცევაში გაშვება. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საეჭვო წარმომავლობის სურსათი რთულად მიკვლევადია. შესაბამისად, საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ფიზიკური შემოწმებისას, განისაზღვრა კონკრეტული სახეობის პროდუქციის შეჩერების პროცედურები. საქონლის მფლობელს ეკისრება ვალდებულება, ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, საქონელი განათავსოს საბაჟო საწყობში, სხვა საქონლისგან განცალკევებით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N426 შესული ცვლილებების თანახმად, თუ იმპორტირებულ პროდუქტში, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ აღმოჩნდება პათოგენური მიკროორგანიზმი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან იმპორტი შეჩერდება ერთი წლის ვადით. სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს შეატყობინებს.

აღნიშნული ცვლილებები განაპირობა შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივმა ღონისძიებებმა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას და ეფექტიანმა კომუნიკაციამ, რის შედეგადაც, გასულ წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან შევიდა 32 შეტყობინება საზღვარზე აღმოჩენილი დარღვევების შესახებ და სურსათის მონიტორინგისას, ლაბორატორიულმა კვლევებმა სალმონელას და ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა დაადასტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42